ცოტა ხნის წინ იაპონიაში 64 წლის ქალს ფანჯარა ღია დარჩა და მისმა თუთიყუშმა გასეირნება მოინდომა, მაგრამ, როგორც, ჩანს თუთიყუშს გასეირნება ძვირად დაუჯდა.
ის დაიკარგა და სახლს ვეღარ აგნებდა. თუთიყუში ერთ-ერთი სასტუმროს ფანჯარაზე დაბინავდა, რომლის პატრონმაც შენიშნა და პოლიციაში წაიყვანა, რაც თავად თუთიყუშმა უთხრა.
როგორც სამართალდამცველები ამბობენ, თუთიყუშმა თავად უთხrა მისამართი მათ. პოლიციელებმა თუთიყუში მიიყვანეს სახლში და როგორც ამბობენ, ბევრი მადლობაც გადაუხადა პოლიცილებს, როგორც თუთიყუშმა, ისე მისმა პატრონმა.
თუთიყუში რომ ძალიან ნიჭიერები არიან, ამაში, ალბათ, არც არავის ეპარებოდა აქამდე ეჭვი.
1982 წელს, იაპონიაში, თუთიყუშმა სახელად ლორდმა თავის პატრონებს უთხრა, რომ რამდენიმე საათში მიწისძვრა იქნებოდა და სახლიდან გასულიყვნენ. საინტერესოა ისიც, რომ პატრონებმა დაუჯერეს და მეზობლებსაც უთხრეს. ვინც დაუჯერა, მიწისძვრასაც გადაურჩა.