https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

    ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

    სავაჭრო ცენტრში ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულებს ეძებენ (უცხოეთი)

    ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავარდა _ დაიღუპა 21 და დაშავდა 100 ადამიანი (უცხოეთი)

    დონალდ ტრამპი – ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მოკლედ მოთხრობილი ისტორია საფრანგეთში გატანილი განძის შესახებ

10:31; 9.03.2025
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ყოველი ახალი მთავრობა ცდილობდა დაეკნინებინა და ფეხქვეშ გაეთელა პირველი რესპუბლიკის მთავრობა, მისი მიღწევები და წარმატებები (კომუნისტების დროს რატომ ხდებოდა ასე, გასაგებია). ახლაც, სოც.ქსელებში ლამის ყოველ დღე გადააწყდები სალანძღავ პოსტებს ჟორდანიასა და მისი მთავრობის შესახებ. განსაკუთრებით ,,აწვებიან” 1921 წელს საფრანგეთში გატანილი განძის ,,განიავებას“.

სამწუხაროა, რომ დღესაც ბევრი ისევ ბოლშევიკების შემოგდებული ნაბოდვარით საზრდოობს, რომლის მიზანი იყო დემოკრატიული საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დამცირება-დაკნინება. მოკლედ, პროპაგანდამ მაგრად იმუშავა.

რას არ გაიგებ – ჟორდანიამ და მისმა მთავრობამ “განძი გაიტაცა”, რესტორნებსა და კაფე შანტანებში დაამღერა და მსგავსი ათასი სისულელე.

დოკუმენტები ადასტურებენ, რომ ემიგრაციაში წასვლისას მთავრობამ ქვეყნიდან გაიტანა 249 ყუთი, მათ შორის ფინანსათა სამინისტროს, ხაზინისა და სახელმწიფო ბანკის ქონებაც – 128 ყუთი ოქრო-ვერცხლი. სწორედ ამ ავლადიდების გაყიდვის შემდეგ მოხერხდა ლევილის შესყიდვა პარიზიდან 26 კილომეტრზე – სულ 130 ათას ფრანკად.

249 ყუთიდან 39 ყუთი ეროვნული განძეულობით ჩაბარდა საფრანგეთის ბანკის მარსელის განყოფილებას. დანარჩენი ზურაბ ავალიშვილმა და იოსებ ელიგულაშვილმა მოათავსეს პარიზის ბანკ ,,გარდმებლში“.

განძის შენახვაზე პასუხისმგებელ პირად დაინიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ექთიმე თაყაიშვილი, მისთვის გადაცემული განძი ემიგრაციაში მყოფმა მთავრობამ ხელუხლებელი დააბრუნა უკან. (ხაზგასმა ჩემია -ი.მ.)

ყუთები საქართველოში დაბრუნებამდე მხოლოდ ერთხელ გახსნილა, როდესაც გერმანელები შეიჭრნენ პარიზში. მაშინ ვიღაცის (ამბობენ, ქართველი ემიგრანტის) მიერ დასმენილი ექვთიმე თაყაიშვილი გაჩხრიკა განძის მაძებარმა სამმა ნაცისტმა, მაგრამ აქ ოქროულობა არ იყო. თანაც დაუპატიჟებელი სტუმრისათვის მასპინძელს უთქვამს; “რომელ ოქროულობას ეძებთ? ამერიკაში რომ წაიღესო ?“ მათაც ჰქონდათ გაგონილი საფრანგეთიდან განძეულობა გახიზნესო და მომეშვნენო – უყვებოდა ბატონი ექვთიმე იოსებ მეგრელიძეს ( ი. მეგრელიძე “ექვთიმე თაყაიშვილი“).

სპეციალურ მიმართვაში ,,ეროვნული განძეულობის თაობაზე“, რომელსაც ხელს აწერენ ყოფილი ელჩი აკაკი ჩხენკელი და მუზეუმების წარმომადგენელი და სამუზეუმო განძეულობის მეთვალყურე ექ. თაყაიშვილი საგანგებოდ აღნიშნულია, რომ   ,,არც ერთი ნივთი სამუზეუმო, საეკლესიო ან რაიმე ისტორიული ღირებულების, საქართველოდან ევაკუაციის დროს უცხოეთში გამოტანილი არ ყოფილა გაყიდული და არასდროს დაგირავებული“. ( ხაზგასმა ჩემია -ი.მ.) (დ ა ბ რ უ ნ ე ბ ა, ტომი 1, გურამ შარაძის საერთო რედაქციით).

მთავრობამ ეროვნული განძი კომუნისტებს გაარიდა, რადგან დიდი ალბათობით გადაადნობდნენ, მაშინ ჩვეულებრივი მოვლენა იყო ბოლშევიკების მიერ ეკლესია-მუზეუმების დარბევა-დაწიოკება.

ცნობილმა სოციალ-დემოკრატმა, 1924 წლის აჯანყების მონაწილე ვალიკო ჩუბინიძემ  თაყაიშვილისაგან ჩაიწერა ეს მოგონება, რომლიდანაც ამონარიდს გთავაზობთ:

,,წითელი არმია თბილისს უახლოვდებოდა, მიბარებს ივანე (ჯავახიშვილი) და მეუბნება: ხომ ხედავ, ექვთიმე, მოდის რუსის ჯარი, მონათლული დამოუკიდებელ საქართველოს და სამღვდელოების მტრობით და სიძულვილით, ისინი დაარბევენ და გაძარცვავენ ჩვენს ეკლესიებს, მუზეუმებს და ყველა საზოგადოებრივ დაწესებულებებს; ამიტომ ეხლავე შენ უნდა ნახო მთავრობის თავმჯდომარე, გააცნო ჩვენი ეროვნული განძეულობის გაძარცვა-დაღუპვის საშიშროება. ის ეხლავე უნდა შეგროვდეს და საქართველოდან დროებით უცხოეთში უნდა გაიტანოთ გადასარჩენად“.

თავად ექვთიმე თაყაიშვილი 1934 წელს აკაკი ჩხენკელისადმი მიწერილ წერილში იუწყებოდა: ,,ეს მეორე საქართველოს დაკარგვა იქნებოდა!“  (გურამ შარაძე ,,ეს მეორე საქართველოს დაკარგვა იქნებოდა“)  ამით ის გვეუბნებოდა, ეს საუნჯე  საქართველოში ბოლშევიკებისათვის რომ დაგვეტოვებინა, ეს მეორე საქართველოს დაკარგვა იქნებოდაო!

გახიზნულ მთავრობას, რომელსაც სხვათაშორის კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია, განძის გაყიდვა რომ სდომოდა – მთლიანად გაყიდდა და უკან არაფერი ჩამოვიდოდა და მათ ვერც ექვთიმე თაყაიშვილი ვერ შეაჩერებდა. იყვნენ განძის ხელში ჩაგდების მოსურნეები, როგორც ქართველები, ისე უცხოელებიც, მაგრამ საბოლოოდ არც მთავრობა და არც თაყაიშვილი ამაზე არ წავიდა.

მეორე მსოფლიო ომის დასასრულს გენერალი დე გოლი საბჭოთა კავშირთან ხელშეკრულების დასადებად ემზადებოდა და საგანძურის საბჭოთა კავშირში, საქართველოში დაბრუნება მისი მხრიდან დიპლომატიური ჟესტი იქნებოდა  სტალინის წინაშე. 1944 წლის 23 ნოემბერს დე გოლმა გასცა განკარგულება განძის დაბრუნების შესახებ.

საქართველოში გამგზავრებამდე 1945 წელს ექვთიმე თაყაიშვილი ნოე ჟორდანიას შეხვდა. ამონარიდი ვალიკო ჩუბინიძის მოგონებიდან: ,,ბატონი ექვთიმე ეწვია დიდ ნოეს (ჟორდანიას) და ახარა, რომ განძეულობას არაფერი არ აკლია, შესანიშნავ მდგომარობაშია და დაემატა თქვენი მთავრობის მიერ შესყიდული სამუზეუმო ნივთები, რომელიც კერძო პირებს უცხოეთში გაუყიდიათ.

ბატონი ექვთიმე სუფრაზედ მიიწვიეს. მან ფეხზე ადგომით დალია ბატონ ნოეს საღეგრძელო, შენობით მიმართა და უთხრა შემდეგი: ნოე, მე იქ შენი ბრძანებით მივდივარ, იცოდე მომაწერენ ბევრ რამეებს შენი და ეროვნული მთავრობის წინააღმდეგ თითქოს ჩემს თქმულს. იცოდე, არა დაიჯერო. ამის ნიშნებს უკვე ვხედავ: მე ვიყავი და ვრჩები საქართველოს დამოუკიდებლობის ნიადაგზედ. იქაც და აქაც მუდამ გვერდშიდ ვუდექი ეროვნულ მთავრობას, ვრჩები მისი ერთგული და ვიზიარებ საზღვარგარეთ მის მუშაობას, რადგან პირნათლად ასრულებთ დამფუძნებელ კრების დავალებას…

მე იქ ვიცი დიდი პატივით მიმიღებენ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ მე მათ მუდმივ ,,დამაშნი არესტში“ ( შინაპატიმრობაში)  ვეყოლები  თავისუფლებას მოკლებული. მსხვერპლად ვეწირები ჩემს თავზედ აღებულ მოვალეობას, არასოდეს არ იფიქროთ, რომ მე თქვენ გღალატობთ! აკანკალებული ხელით თვალცრემლიანმა დალია ჩვენი სადღეგრძელო, დაგვლოცა და სასაფლაოზედ წავიდა ყველას თანხლებით მეუღლის საფლავზედ გამოსამშვიდობებლად.“

თაყაიშვილის მუდმივი მიმოწერა ჰქონდა საბჭოთა საქართველოს მთავრობასთან, განძის დაბრუნების თაობაზე და იუწყებოდა: ,,თქვენთან ატეხილი ,,ხმაურობა იმის გამო“, თითქოს განძი გაგვენიავებინოს,  საქმისათვის სახეირო არ იქნება, წაღებული სიძველენი ხელუხლებელია და კარგად დაცული. ბევრი ნივთიც შევმატეთ სამუზეუმო ფონდს“. ( ხაზგასმა ჩემია -ი.მ.)

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დემოკრატიული მთავრობის და თაყაიშვილის გასაშავებლად კამპანია გრძელდებოდა. აი, ერთი მაგალითი: ერთ კრებაზე, სადაც თაყაიშვილიც იყო, ვიღაც გამოსულა და უთქვამს ესა და ეს ხელნაწერი პარიზში იყო წაღებულიო და იქ გაფუჭდაო. ამაზე თაყაიშვილმა მოსთხოვა მთქმელს დაესახელებინა ეს ხელნაწერი. დაასახელა და ექვთიმემ უთხრა: ეს ძეგლი აქ იყო, თუ გაგიფუჭდათ, пеняйте на себя, наукой надо заниматся а не шарлатанством. დაადანაშაულეთ საკუთარი თავი, თქვენ უნდა დაკავდეთ მეცნიერებით და არა შარლატანობით.

იოსებ მეგრელიძე წიგნში ,,ექვთიმე თაყაიშვილი“ წერს : ,,საგანგებოდ აღსანიშნავია, რომ ხსენებული განძის 39 ყუთიც უკლებლივ დაბრუნდა ისე, რომ ,,მათ ერთი ნემსი არ დაკლებია“. ( ხაზგასმა ჩემია -ი.მ.)

მართლა რომ გაეყიდათ ეს განძი, ან მისი ნაწილი, ქართველი ემიგრანტები ისეთ სავალალო მდგომარობაში იქნებოდენ საფრანგეთში? საილუსტრაციოდ თავად ბატონი  ექვთიმე  ავიღოთ, რომელიც ლამის შიმშილობდა (მას ნამეტია ბერძენიშვილი და ვალოდია გოგუაძე ეხმარებოდენ) და ერთი თხის ანაბარა იყო;. ან გურიის რესპუბლიკის პრეზიდენტი და ტფილისის მერი ბენია ჩხიკვიშვილი (მის სახელზე იყო გაფორმებული ლევილი); შემორჩენილია დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია თუ რა ნივთებს ფლობდა ჩხიკვიშვილი საფრანგეთში ცხოვრებისას: მაგიდა – 2; დივანი – 1; საწოლი – 1; კარადა – 1; კომოდი – 1; სავარძელი – 1; სკამი – 4; საკიდი – 1; ,,ეტაჟერკა” – 1; მატრაცი – 1; ლეიბი – 1; ზეწარი – 4; ბალიშის პირი – 4; პირსახოცი – 3; საბანი – 1; პატარა საბანი – 1; საზაფხულო საბანი – 1; მუთაქა – 1; სარკე კედლის – 1; დივანზე გადასაკრავი – 1; სანაგვე სათლი – 1; ნავთის ლამპა – 1; ნოხი – 6; ფარდაგი – 1.

და ეს არის მდიდარი კაცის ავლა-დიდება? შეადარეთ დღევანდელ გაზულუქებულ ჩინოვნიკებსა და პარლამენტარებს, რომლებიც სახელმწიფოს ხარჯზე სტომაქს იზრდიან და მდიდრდებიან!

განსხვავებას ალბათ ხედავთ.

მათ გასაგონად კი ვისაც  არც დოკუმენტების, არც თაყაიშვილისა  სჯერა, და ვინც სისულელეებს ჰყვება განძის შესახებ – თქვენ მაინც აფერი გეშველებათ, ამიტომ განაგრძეთ ბოლშევიკების ბჟუტურის მოსმენა!

ირაკლი მახარაძე

ავტორი

ექვთიმე თაყაიშვილი
გაზიარება7Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

10:45; 14 იანვარი, 2026
ისტორია

“ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

15:02; 12 იანვარი, 2026
ისტორია

“ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

12:35; 4 იანვარი, 2026
ისტორია

გურული ისტორიები

10:27; 18 დეკემბერი, 2025
ისტორია

შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

11:36; 15 დეკემბერი, 2025

რუსეთის თავდასხმებს ბოლო რამდენიმე დღეში, სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა - BBC

გამონაკლისი, როდესაც მე-11 კლასის მოსწავლეები დაიშვებიან ეროვნულ გამოცდებზე- ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

ყველა სიახლე

საზოგადოება

რამდენი მსჯავრდებული შეიწყალა ყაველაშვილმა

22:38; 19.01.2026
პოლიტიკა

თენგო კირთაძე: ოპოზიციაში პოლიტიკური ალტერნატივის შექმნის პროცესი მიმდინარეობს

22:16; 19.01.2026
მსოფლიო

ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

21:54; 19.01.2026
კულტურა

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

21:35; 19.01.2026
მსოფლიო

რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

20:56; 19.01.2026
მსოფლიო

ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

20:49; 19.01.2026
პოლიტიკა

შეწყალების აქტი ჯერ არ გამოქვეყნებულა

20:02; 19.01.2026
პოლიტიკა

დოჟდის ჟურნალისტს ასამართლებენ სიტყვებისთვის: “საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული”

19:35; 19.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 14 იანვრიდან ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო

18:52; 19.01.2026
საზოგადოება

ხე მოტყდა და გაჩერებას დაეცა

16:58; 19.01.2026
საზოგადოება

კახა კალაძე: სამუშაოები მთელი თბილისის მასშტაბით უწვეტ რეჟიმში გრძელდება

16:38; 19.01.2026
საზოგადოება

ხე წაიქცა და ავტომობილს დაეცა

16:27; 19.01.2026
საზოგადოება

მეუფე იაკობი: მთავრობამ და ეკლესიამ დავუძახოთ და დაველაპარაკოთ – მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ

15:50; 19.01.2026
პოლიტიკა

გლდანის ციხესთან სინდისის პატიმრების შეწყალებას ელოდებიან

15:22; 19.01.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სამძიმრის წერილს აქვეყნებს

14:56; 19.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო