“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, რუსთავში, ორი ქალის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
დანაშაული ცოტა ხნის წინ, დუმბაძის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია დედა-შვილი, რომლებიც ქუჩაში ეტლით, ჩვილ ბავშვთან ერთად გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც კაცმა, ცოლს და სიდედრს ესროლა.
ბავშვი ამჟამად მედიკოსებთან იმყოფება, უცნობია მისი მდგომარეობა.
მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.