გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოკლულია რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების პირველი რაუნდის მონაწილე უკრაინელი დენის კირეევი, _ იუწყება obozrevatel.com.
როგორც გამოცემა იუწყება, არაოფიციალური ინფორმაციით, კირეევი დაკავების დროს მოკლეს _ მას სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებენ.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ოფისი კირეევს არ ასახელებდა, როგორც მოლაპარაკების მონაწილეს, თუმცა, ფოტო და ვიდეო კადრებში ის ჩანს მოლაპარაკების მაგიდასთან.
რუსული მედიის ცნობით, 2020 წელს კირეევის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მისი რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით. პრესა იუწყებოდა,რომ იგი წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობდა რუსეთს.
კირეევი საბანკო სექტორის ექსპერტი იყო.