15 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოლდოვას მოსახლეობამ პრეზიდენტად მაია სანდუ აირჩია.
პროევროპულმა ლიდერმა არჩევნებში ხმების 56% დააგროვა და მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი დაამარცხა.
მაია სანდუ დაიბადა 1972 წელს მოლდოვაში. 2012-2015 წლებში მაია სანდუ განათლების მინისტრი იყო.
2016 წელს მან საკუთარი პარტია დაარსა და კენჭი იყარა საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ მაშინ იგორ დოდონთან დამარცხდა. 2019 წელს ნახევარი წლის განმავლობაში ის მოლდოვის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა.
ერთ -ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ის არ აპირებს რეზიდენციაში ცხოვრებას და სახელმწიფო ფინანსების ხარჯვას. მის შექმნილ პარტიას ქვია მოქმედება და სოლიდარობა.
ის სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლაში.