მოლდოვაში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც კვირას, 11 ივლისს გაიმართა, ხმათა უმრავლესობა პროევროპულმა პარტიამ, „მოქმედება და სოლიდარობამ“ მოიპოვა, რომელიც მოქმედ პრეზიდენტს, მაია სანდუს უჭერს მხარს.
სულ მოლდოვაში გამართულ არჩევნებში 20 პარტია, ორი ბლოკი და ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობდა. როგორც მოლდოვური გამოცემა News Maker იტყობინება, ხმათა 99.53%-ის დათვლის შემდეგ, პარტია „მოქმედება და სოლიდარობამ“ (PAS) 52.51% დააგროვა, რაც მას საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოყალიბების შესაძლებლობას მისცემს.
ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ პარლამენტი დაითხოვა. ამის მიზეზი პოლიტიკური კრიზისი და პრეზიდენტის საპარლამენტო უმრავლესობასთან დაპირისპირება იყო, რომელიც მხარს ყოფილ პრეზიდენტს, იგორ დოდონს უჭერდა.
პროევროპულმა პოლიტიკოსმა – 46 წლის მაია სანდუმ 2020 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი, იგორ დოდონი დაამარცხა.
თუმცა, უმრავლესობა პარლამენტში კვლავ დოდონის სოციალისტურ პარტიასა და მის მოკავშირეებს ჰქონდათ პარტია „შორიდან“.
წყარო: jam-news.net