მოლდოვის პრემიერ-მინისტრის იონ ჩიკუს მთავრობა გადადგა,_ამის შესახებ ინფორმაციას washingtonpost ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, პრო-რუსმა პრემიერ-მინისტმა იონ ჩიკუმ განაცხადა, რომ გადადგომის ნაბიჯი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მხარდასაჭერად გადადგა.
„ეს არის ამოცანა, რომელიც ჩვენ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ, დავაბრუნოთ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება. ეს აცილებელია ქვეყანაში მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად. ამასთან დაკავშირებით, წამოვაყენე წინადადება ჩემი და მთავრობის გადადგომის შესახებ,“ – განაცხადა იონ ჩიკუმ.
როგორც washingtonpost აღნიშნავს, მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის გადაწყვეტილება, დღეს, მოლდოვის ახალარჩეული პრეზიდენტის მაია სანდუს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოფიციალურ შესვლამდე, ერთი დღით ადრე, მოლდოვის მოქმედ პრეზიდენტთან იგორ დოდონთან და პარლამენტის სპიკერთან ზინაიდა გრეცეანისთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.
ცნობისთვის, დეკემბრის დასაწყისიდან მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვში 20 000 მდე მშვიდობიანი დემოსტრანტი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვდა.