თბილისში, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საქართველოს ხელოვანთა კავშირის ორგანიზებით „ხელოვანები მომავლისთვის” გამოფენა მოეწყო და „მომავლის ვარსკვლავების “ 2017 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
ღონისძიებაზე ლანჩხუთის ვილი ბარამიძის სახელობის სამხატვრო სკოლა ექვსი მოსწავლით იყო წარდგენილი.
ნორჩმა მხატვრებმა ლანჩხუთიდან რევაზ კუპატაძემ (პედაგოგი მანანა ფირცხალაიშვილი) და ირაკლი ჩხაიძემ (პედაგოგი ნუნუ კუნჭულია) „მომავლის ვარსკვლავი 2017“-ის ლაურეატის წოდება მიიღეს, ასევე, ჟიურიმ მათ მედლები და ფასიანი საჩუქრები გადასცა. ლანჩხუთის სამხატვრო სკოლის ოთხი მოსწავლე კი სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდა.