სამოქალაქო აქტივისტებმა “ქართული ოცნების” ოფისის წინ აქცია გამართეს.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ “გურია ნიუსს” განუცხადა, პროტესტის მთავარი მიზეზი სალომე ზურაბიშვილსა და “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება:
“ამაზე მეტი დამცირება ჩვენი ერის აღარ შეიძლება _ მსოფლიო წინ მიდის, ჩვენთან კი ისევ სარდაფები და სიბნელეა.
ამ პროტესტის მთავარი მიზეზი არის სალომე ზურაბიშვილი და ასევე, შეშფოთებულები ვართ იმ ფაქტით, რაც გუშინ მოვისმინეთ ბატონი ზაზა ოქუაშვილისგან.
ვთვლი, რომ “ქართული ოცნების” კიდევ დარჩენა ხელისუფლებაში იქნება ერის ძალიან დიდი შეცდომა.
მომბეზრდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ახალგაზრდა სამსახურს ვერ ნახულობს. გვაიძულებენ რომ წავიდეთ ამ ქვეყნიდან, ჩვენ ფეხებზე ვკიდივართ, ერთ საღამოს ყველას მობეზრდება და მიიღებენ უფრო მასშტაბურ აქციას”, _ თქვა აქტივისტმა.