დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, მომდევნო დღეებში უკრაინის დედაქალაქის, კიევის გარეუბნებში მძიმე ბრძოლებია მოსალოდნელი.
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 31 მარტის განახლებებში წერია:
- მიუხედავად რუსეთის განცხადებებისა, ჩერნიგოვის გარშემო სამხედრო აქტიურობა შეემცირებინათ, გრძელდება სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვები;
- რუსული ძალები აგრძელებენ პოზიციების შენარჩუნებას კიევის აღმოსავლეთითა და დასავლეთით, ჯარების მცირე რიცხვის გაყვანის მიუხედავად. სავარაუდოდ, მომდევნო დღეებში ქალაქის გარეუბნებში მძიმე შეტაკებები მოხდება;
- მარიუპოლში, რომელიც რუსეთის ძალების მთავარი მიზანია, მძიმე ბრძოლები გრძელდება, თუმცა უკრაინის ძალები ქალაქის ცენტრზე კონტროლს ინარჩუნებენ.