“დონალდ ტრამპი ამბობს, რომ რამდენიმე დღეში მოაგვარებს სხვადასხვა გამოწვევებს, მათ შორის კონფლიქტს უკრაინასთან, თუ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იქნება. ჩვენ არ შეგვიძლია დავეხმაროთ, მაგრამ გაგვიხარდება”,_ აღნიშნული განცხადება გააკეთა The Guardian-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე.
პუტინის აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა დონალდ ტრამპი.
NBC Meet the Press-ის ახალ მოდერატორთან, კრისტენ უელკერთან ჩაწერილ ინტერვიუს დროს, ტრამპმა უპასუხა: „მომეწონა პუტინმა რომ ეს თქვა. იმიტომ, რომ ეს ნიშნავს იმას, რასაც მე ვამბობ, სწორია. ”
აღნიშნულ ინფორმაციას გამოხმაურება და დაცინვა მოჰყვა დონალდ ტრამპის ოპონენტების მხრიდან, რადგან რუსეთის პრეზიდენტი უკრაინასთან ომის შესაწყვეტად მოთხოვების დამორრჩილებას ითხოვს. თუმცა ტრამპის თქმით, ის ზელენსკის და პუტინს ერთ ოთახში გაიყვანს და მხარეებს შორის შეთანხმებას მიაღწევს.
ტრამპმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ამერიკის ხელისუფლებაში მისი დარჩენის შემთხვევაში რუსეთი, უკრაინაში არ შეიჭრებოდა.