https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

შემთხვევა თეატრში

12:45; 17.09.2023
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ქართველი მსახიობები ყოველთვის შესანიშნავი იუმორის გრძნობით იყვნენ დაჯილდოებულები. ამ თვისების გამო სხვადასხვა კურიოზულ მდგომარეობაში არაერთხელ ჩავარდნილან.

დღევანდელ მოგონებებს მსახიობი ნინო ჩხეიძე გახსნის. ერთხელ ქალბატონი ნინო ფრიად ორიგინალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. თავს

„მარჯანიშვილის თეატრში გადიოდა კიტა ბუაჩიძის არაჩვეულებრივი პიესა „ეზოში ავი ძაღლია“. პრემიერაც და რიგითი სპექტაკლებიც ანშლაგით მიდიოდა. მშვენიერი მსახიობები თამაშობდნენ: მედეა ჯაფარიძე, ვახტანგ ნინუა, გივი ბერიკაშვილი, თენგიზ მაისურაძე. სოფიკო ხომ ბრწყინვალე იყო, მისი ცეკვის შემდეგ ტაში დიდხანს არ ცხრებოდა დარბაზში. ამ სპექტაკლში მე და ჩემი შვილიც ვმონაწილეობდით. ჩემი შვილიშვილი პატარა იყო, სამი წლის. ბავშვის მიმხედი არავინ გვყავდა და ამიტომ თეატრში მომყავდა ხოლმე. როცა სცენაზე გავდიოდი, დავსვამდი კულისებში სკამზე და ჩავაბარებდი სცენის მუშებს – თქვენი ჭირიმე, მიმიხედეთ, სცენაზე არ გამოვარდეს-მეთქი. დარბაზი ხომ სავსე იყო მაყურებლით და კულისებშიც უამრავი ხალხი იდგა. მსახიობები, ტექნიკური პერსონალი, სცენის მუშები სიცილით იხოცებოდნენ სპექტაკლის მსვლელობისას.

მე ვთამაშობდი ცაცანას, სპეკულიანტს, შინაბერას. ჩემი პარტნიორი იყო გივი ბერიკაშვილი. სპექტაკლში გივის ვეხვეწები, ცოლად შემირთე-მეთქი. ის კი მეკითხება, რამდენი წლის ხარო და მეც ისე ვპასუხობდი, ვერ გაიგებდით, ოცდათექვსმეტის ვიყავი თუ ორმოცდათექვსმეტის. სცენაზე შემოდიოდა სოფიკო – ქურთის გოგო, შენ კი არა, მე უნდა შემირთოსო და იწყებოდა ჩვენი პაექრობა. მე ვეჭვიანობდი და იკვრებოდა არაჩვეულებრივი ტრიო: სოფიკო, გივი და მე.

 ერთხელაც, მიმდინარეობს სპექტაკლი, მე ვეხვეწები გივის, შემირთე-მეთქი და ველოდები სოფიკოს გამოსვლას, ის კი არ ჩანს. რა ვქნათ, აღარ ვიცით მე და გივიმ.

ჩემი შვილიშვილი, რა თქმა უნდა, კულისებში ზის, ჩაბარებული მყავს რამდენიმე მეთვალყურისთვის. ისიც ცნობისმოყვარეობისგან აღარ არის. იმას კი ხედავს, კულისებში რა ხდება, მაგრამ ვერ ხვდება, დარბაზში ხალხი რატომ იცინის და უნდა მათი დანახვა. წამოიწევა სკამიდან, წაიგრძელებს კისერს და ის არის უნდა გამოიხედოს პარტერში, რომ მე ამის შემხედვარე ვიწყებ ყვირილს: ვაი, ვაი, ვაი. გავრბივარ სცენიდან, გამომეკიდება გივი – სად მიდიხარ, ცაცან-ჯან. მივალ ბავშვთან, დავსვამ ისევ თავის ადგილას და ვაგრძელებთ სცენას.

მიმდინარეობს სპექტაკლი. სოფიკოს გამოსვლის დროა, ის კი არ ჩანს. თურმე ვერიკო ცუდად გამხდარა და სახლში გაქცეულა. ჩვენ კი სიტყვებს წინ და უკან ვატრიალებთ, სად არის, რატომ არ მოდის? ჩემს შვილიშვილს ჰგონებია, მე მეძებენო. გამოტუსტუსდა სცენაზე და მეუბნება: აქა ვარ, ბებოო!

ეს რომ გივიმ დაინახა, თვალები დამიქაჩა და იყვირა – რაო, შენ ბებია ხარ და თავს გასათხოვრად ასაღებ, ამხელა შვილიშვილი გყოლია, მატყუებ, გინდა შეგირთო და ცოლად მოგიყვანოო? ათი წუთი მე და გივის ისეთი დიალოგები გვქონდა, რაც საერთოდ არ ეწერა პიესაში. ამაზე რაღა უნდა მეთქვა, არ ვიცოდი და ხმა ვერ ამოვიღე.

გივიმ კი „იმარჯვა“. ხელში აიყვანა ბავშვი და სამივე სიმღერ-სიმღერ გავედით სცენიდან. მაყურებელმა ვერ გაიგო ჩვენი „ხულიგნობის“ ამბავი. იფიქრა, ალბათ ასე იყო სათამაშო სცენა და ამგვარად დავამთავრეთ. იმ დღეს ხალხმა ვერ ნახა სოფიკო ჭიაურელის არაჩვეულებრივი ცეკვა, მაგრამ მაყურებელი მაინც მხიარული გავისტუმრეთ, ისეთი ეფექტური იყო ამ პატარა გოგოს გამობაჩუნება სცენაზე.“

პაროდისტი ბესო ბერულაშვილი ერთ სახალისო ისტორიას ხსირად იგონებს:

„ალბათ, ყველას გახსოვთ ის დრო, ჩაბნელებულ საქართველოში სერიალის ყურება რომ მოიაზრებოდა ერთადერთ ნათელ წერტილად. „ველური გულის“ ერთგულ მაყურებელთა ზოგი ოჯახი დაინგრა, ზოგიც დანგრევის პირას მივიდა. კაცებს მონიკა და ჰაიმე უყვარდებოდათ, ქალებს კი თმაკულულა ხუანი. მახსოვს, ერთხელ მეზობლის ქალმა ეზოში ტელევიზორის ხმა გაიგო, არიქა ფილმი იწყებაო და სიჩქარისგან კიბეებზე სხვისი ბავშვი ამოარბენინა, სერიალის დამთავრების შემდეგ კი საკუთარში გაცვალა.

ამ პერიოდში ერთმა ჩემმა ძმაკაცმა „დვიჟოკი“ იყიდა და ყველა ნაცნობმა მისი ოჯახის სტუმართმოყვარეობით ბოროტად ისარგებლა. სტუმარი ღვთისაა, მაგრამ მთელი წლის განმავლობაში ერთი და იგივე „სასტავის“ რია-რიამ კაცს საკუთარი სახლი საკონცენტრაციო ბანაკად მოაჩვენა. ამ ამბავს ამძიმებდა ის გარემოება, რომ სერიალის დაწყებისა და ჩემი ძმაკაცის სახლში დაბრუნების საათი ერთმანეთს ემთხვეოდა. გული მომიკლა მისმა გაჭირვებამ. შენ ეგ საქმე მე მომანდე-მეთქი, დავამშვიდე სერიალის კლუბის „მფლობელი“.

ეს პიროვნება მამა ბასილის მრევლი გახლდათ და „ამ საქმეში“ მოძღვარი ჩავრიე.  მივედი და მოვუყევი, იეჰოვას მოწმეებმა როგორ გადაიბირეს მისი დედა და ცოლ-შვილი, რომ შაბათ-კვირის გარდა, მათ სახლში უკვდავ-უბერებლები იკრიბებიან და ახლად დაქვრივებულებსაც აბამენ მახეში. ამ სექტის მიმდევართა რაოდენობა დღითიდღე მრავლდება-მეთქი – ვუთხარი მამა ბასილს. ჰოდა, მეორე დღესვე დათქმულ საათზე მივიდა ჩემი ძმაკაცის სახლში ჯვრითა და კომბლით. ზარის ხმაზე დაასკვნეს ქალებმა, ნუნუ იქნებაო, მეზობლის ქალი. გააღეს კარი და რისხვით ანთებული მღვდელი შერჩათ ხელში, რომელიც დაერია „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა“-თი. „ქალთა კლუბი“ რამდენიმე წამში დაიშალა და იმ დღის შემდეგ აღარასოდეს შეკრებილა. ოჯახმა კი სამუდამოდ დაისვენა.“

დღევანდელ მოგონებებს ბატონი გოგი ქავთარაძის ერთი „ისტორია“ დაასრულებს.

„ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში სტუმრად გვყავდა რუსი მსახიობი იური იაკოვლევი, რომელსაც სწორედ ჩვენთან შეუსრულდა 50 წელი. თეატრში რაღაც ღონისძიება იყო. მე დავრჩი. იაკოვლევი, რამდენიმე მსახიობთან ერთად, რესტორან „გელათში“ გავისტუმრე.

ცხადია, გაიშალა დიდებული სუფრა, ბრწყინვალედ მღერის ქუთაისის დასი. ჰოდა, ამღერდნენ მსახიობები და აჰყვნენ ნაირნაირი კერძებით ხელდამშვენებული ოფიციანტები. რა სასწაულად მღერით, ეს ყველაფერი დადგმულიაო? – გაგიჟდა თურმე სტუმარი.

თეატრში როგორც კი დასრულდა ღონისძიება, რამდენიმე მსახიობთან ერთად, ფაფახებით, ნაბადებითა და სპორტული იარაღით აღჭურვილებმა ალყა შემოვარტყით რესტორანს და იაკოვლევი გამოვიძახეთ. გამოჩნდა თუ არა, მაშინვე „ტყვიები“ დავახალეთ. იდგა დაბნეული, შიშით დაზაფრულს ვერ გაეგო, რას ვერჩოდით. ბოლოს, ფანჯარაში გადმომდგარს, ფიალებზე ანთებული სანთლებით მივულოცეთ დაბადების დღე…“.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

ნინო ჩხეიძე
გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

“გურიას” ქართული პრემიერა BIAFF 2026-ის გახსნის დღეს გაიმართება

11:18; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

ჯორჯ კლუნი: “პირველები, ვისაც ავტორიტარული რეჟიმები აჩუმებენ, ჟურნალისტები არიან”

10:09; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ეს ფილმი დიდი სიყვარულით არის გაკეთებული” _ ლევან კოღუაშვილი

19:45; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ოსკარზე“ საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ იქნება წარდგენილი

15:48; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება შედგა

17:50; 11 აგვისტო, 2026

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

„ერთხელ პარლამენტში“

ყველა სიახლე

საზოგადოება

უხვმა ნალექმა კურორტ ლაშიჭალასთან ხიდი დააზიანა და მოძრაობა შეზღუდა

18:29; 22.09.2026
სამართალი

სასამართლომ ერთ-ერთი ქალთა საფეხბურთო კლუბის მფლობელი ბიზნესმენი სექსუალური ძალადობის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო

18:13; 22.09.2026
საზოგადოება

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იტალიური ენის ჩაბარებაც იქნება შესაძლებელი

17:58; 22.09.2026
საზოგადოება

თბილისის მასშტაბით, საჯარო ბაგა-ბაღებში მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს

17:44; 22.09.2026
სამართალი

არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე 60 წელს გადაცილებულ პირს ბრალი წარუდგინეს

17:24; 22.09.2026
საზოგადოება

ჩოხატაურელი მოძღვარი გარდაიცვალა

17:08; 22.09.2026
საზოგადოება

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის

16:59; 22.09.2026
საზოგადოება

CMIS: ბოლო ერთ წელში, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევის 229 შემთხვევა დაფიქსირდა

15:36; 22.09.2026
საზოგადოება

„ გაფრინდა იქ, სადაც დიდი სიყვარული ელოდება”

15:11; 22.09.2026
პოლიტიკა

ოზურგეთის მერიაში რეორგანიზაცია დასრულდა _ ვაკანსიებზე კონკურსი გამოცხადდება

13:45; 22.09.2026
საზოგადოება

ზედოზირების შემთხვევები და შესაძლო სინთეზური ოპიოიდები _ რას წერს ზურაბ სიხარულიძე

13:41; 22.09.2026
საზოგადოება

25 სექტემბერი, 17:00, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება

13:09; 22.09.2026
საზოგადოება

მასწავლებლებს იტალიაში სასწავლო კურსზე გამგზავრება შეეძლებათ _ ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა

12:58; 22.09.2026
სამართალი

უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

11:56; 22.09.2026
საზოგადოება

ცნობილია „თბილისობის“ ჩატარების თარიღი და ლოკაციები

11:48; 22.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო