მომღერალი ელენე კალანდაძე, როგორც ერთ–ერთი რიგითი მოქალაქე, „ევროპაბეთის“ ახალ წამოწყებას დადებითად აფასებს და მოუწოდებს სხვა კომპანიებსაც, მიბაძონ „ევროპაბეთს“.
„აბსოლუტურად ვემხრობი იმას, რომ გარე ბილბორდები უნდა მოიხსნას და, საერთოდ, ჯობია, ყველამ მიბაძოს და აიკრძალოს საერთოდ ყველანაირი რეკლამა. ყველა სახის რეკლამას ვეწინააღმდეგები, ეს იქნება სატელევიზიო, რადიო თუ ინტერნეტ სივრცეში განთავსებული. არ ვიცი, ეს კამპანია რამდენად გაამართლებს, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს ეს პრობლემა ჩემ გარშემო, ვისურვებდი, რომ არავის ჰქონდეს, იმიტომ რომ ეს არის ის, რაც ადამიანს ღუპავს“, – განაცხადა ელენე კალანდაძემ.
„ევროპაბეთმა“ ახალი სოციალური კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა, რომ ეს იქნება „პასუხისმგებლიანი თამაში“. კამპანიის ფარგლებში კომპანია მთლიანად უარს ამბობს გარე რეკლამაზე და უკვე ჩამოხსნა ბილბორდები, ასევე ზღუდავს სატელევიზიო და რადიორეკლამას, ხოლო ინტერნეტრეკლამის შემთხვევაში მაქსიმალურად ეცდება ასაკობრივ შეზღუდვას. (R)