“დღეს ბედნიერი დღეა, რადგან სასკოლო ოთახში შევხვდით ერთმანეთს!“ _ ასე ესალმებოდნენ დღეს შემოქმედის საჯარო სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები.
პანდემიის გამო დადუმებული სკოლის შენობების გაცოცხლება და სასწავლო პროცესის განახლება განსაკუთრებული დღესასწაული აღმოჩნდა პედაგოგებისთვის, მშობლების და მოსწავლეებისთვის.ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 44 საჯარო სკოლაა,სადაც 1 438 პირი მუშაობს და სწავლობს 9 632 მოსწავლე.
“გურია ნიუსი“ შემოქმედის, ცხემლისხიდის საჯარო სკოლებში იმყოფებოდა და დღის განმავლობაში არაერთი ფოტო გადაიღო.
[sexy_author_bio]