“მოგესალმებით მეგობრებო! მინდა გაცნობოთ, რომ ვიღებ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკრებულოს დამოუკიდებელ კანდიდატად. ეს არის ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და მჯერა, რომ ერთად შევძლებთ ჩვენი უბნის (ზვანი, მოიდანახე) განვითარებას,” – ეს განცხადება ოზურგეთის დამოუკიდებელმა დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი მეხუზლამ გაავრცელა რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, გიორგი მეხუზლა 60/01 საარჩევნო უბანში იყრის კენჭს.





























































