სანდრო ბაზაძე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიოს თასზე ჩემპიონი გახდა. პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. რუს ოლეგ პეტროვსკისთან შეხვედრისას ბაზაძემ მეტოქეს ანგარიშით 15:8 მოუგო. შემდეგ უნგრელი შანად გემეში (15:10), სამხრეთკორეელი ჯუნჰო კიმი (15:7), იტალიელი ჯოვანი რეპეტი (15:10) და ფრანგი ბოლად აპიტი (15:10) დაამარცხა.
საჩემპიონო ბრძოლაში კი კიდევ ერთ რუს მოწინააღმდეგეს – კამილ იბრაგიმოვს აჯობა (15:8).
[sexy_author_bio]