მოქალაქე ნინო მიქელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ღრმაღელეში დიდთოვლობის გამო კიდევ ერთი სახლი ჩამოინგრა.
“ლანჩხუთის რაიონი სოფელი: ღრმაღელე. დიდთოვლობის გამო ჩამოინგრა ორსართულიანი სახლი უსახლკაროდ დავრჩით არასრულწლოვან შვილთან და მოხუც დედასთან ერთად მე და ჩემი მეუღლე.
დროებით მეზობლებთან ვაფარებთ თავს. გვესაჭიროება დახმარება.
იქნება რაც დარჩა საყოფაცხოვრებო ნივთები მაინც რო გადავარჩინოთ ,გთხოვთ დამეხმარეთ”, _ წერს ნინო მიქელაძე.