საქართველოს მოქალაქეები შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ – ვასილ ჟიჟიაშვილის, გიორგი ფუტკარაძისა და დავით ჯაოშვილის სარჩელს არსებითად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს.
მოქალაქეები ასაჩივრებენ, მინისტრის 2015 წლის ბრძანებით დამტკიცებულ დანართს, რომლის მიხედვითაც, პირის ნასამართლეობის შესახებ მონაცემი უვადოდ არქივდება.
მოსარჩელე მხარის მტკიცებით, დანართი წინააღმდეგობაშია კონსტიტუციის მე-15-ე მუხლის პირველ პუნქტთან. მხარე აცხადებს, რომ ადმინისტრაციული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შენახვის წესი უნდა განისაზღვროს არა ზოგადი ფორმით, არამედ მისი ხასიათის და სიმძიმის გათვალისწინებით, რასაც სადავო ნორმა ვერ უზრუნველყოფს.