“კოალიცია ცვლილებებისთვის”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ძლიერი საქართველო” და “გახარია საქართველოსთვის” ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
“2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები მოგიწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს: მოითხოვეთ შრომის კოდექსით უზრუნველყოფილი ანაზღაურებადი შვებულება და თქვენი თავისუფალი დრო გამოიყენეთ საერთო, ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობაში.
ქართულ კომპანიების, რომლებისთვისაც ძვირფასია საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და დემოკრატია: გთხოვთ დაუბრკოლებლად გაეცით ასეთი შვებულებები ამ გადამწყვეტ დღეებში და ამით, მხარი დაუჭირეთ თანამოქალაქეების ბრძოლას საქართველოს ევროპული მომავლისათვის.
ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და მასში აუცილებლად გავიმარჯვებთ!”_ ნათქვამია განცხადებაში.