გაბიტაშვილი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა აბუ-დაბიში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან დაპირისპირების შემდეგ, როდესაც ვიქტორ სანიკიძემ და ირაკლი ზარქუამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„დავიბადე და გავიზარდე საქართველოში, აქ ვცხოვრობ და ვმუშაობ, მაგრამ მაინც მითხრეს უარი მოქალაქეობის შენარჩუნებაზე“, _ აცხადებს გაბიტაშვილი და ამატებს, რომ გეგმავს სამართლებრივ დავას და საკუთარი მოქალაქეობის დასაბრუნებლად იბრძოლებს.
წყარო: ფორმულანიუსი


































































