Geo Team-ის ინფორმაციით, ვილი სანიოლი ივნისის ამხანაგურ მატჩებში გრძელი სეზონის შემდეგ შემადგენლობის ძირითადი ბირთვის დიდ ნაწილს არ გამოიძახებს.
“როგორც ჩვენთვის ცნობილია, ივნისის სანაკრებო მატჩებში მონაწილეობას არ მიიღებენ: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე.
ფარერების კუნძულების და კაბო ვერდეს წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კარს ლუკა გუგეშაშვილი დაიცავს, რაც ვილი სანიოლმა მარტშივე დაადასტურა.
ვილი ივნისში გამოიძახებს ფეხბურთელებს ეროვნული ლიგიდან და ლეგიონერების იმ ნაწილს, ვისი საქმეში ნახვაც სურს და ეს აქამდე ვერ მოხერხდა.
სწორედ ამ დეტალებზე დაყრდნობით შეირჩა საქართველოს ორივე მეტოქე ამხანაგური მატჩისთვის ივნისის სანაკრებო პაუზაზე”,_ აღნიშნულ ინფორმაციას Geo Team ავრცელებს.
ჯერჯერობით ნაკრების შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ნაკრების გვერდზე არ გავრცელებულა.