პანკისის სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის განცხადებით, ცხედრის გაკვეთისას აღმოჩნდა მოყავისფრო, ძალიან მცირე ზომის სხეული. როგორც მაია ნიკოლაიშვილმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს შენობასთან თქვა, დასკვნა იქნება ერთობლივი და ის ცალკე დამოუკიდებლად ექსპერტიზის დასკვნას არ დაწერს.
”გამოკვლევა ჩატარდა, რაც შეიძლება საფუძვლიანად. საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა ერთ-ერთ რენტგენოკონტრასტული უცხო სხეულის ძებნას, მაგრამ ამოვიღეთ და დამატებითი ლაბორატორიული გამოკვლევისთვის გაიგზავნება. ეს არის უცხო სხეული, ასე წერია კომპიუტერულ ტომოგრაფიებზეც. არის მოყავისფრო და ძალიან მცირე ზომის, მაგრამ ეს არის მეტალი თუ სხვა რამ, უფრო ლაბორატორიაში უნდა გამოიკვლიონ”, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.
ნიკოლეიშვილის თმით, მან სრულად მოახდინა ექსპერტიზის მიმდინარეობის ფოტოგადაღება. ასევე, სრულად დაილუქა ჩატარებული საექსპერტო მასალები.