თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მიწისძვრის სიმძლავრე 5.5 მაგნიტუდას შედაგენდა. მათივე ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით, 10:21 საათზე, მანისის პროვინციაში მოხდა.
ამასთან, როგორც თურქული მედია წერს, ბიძგები ასევე, იგრძნობოდა იზმირში, აიდინესა და მუღლეშიც. დაშავებულებსა და გარდაცვლილებზე, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეში, ეს თურქეთში მომხდარი მესამე მიწისძვრაა.