უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთში მორიგი ხანძარი გაჩნდა.
ხანძარი 15 ივნისს ღამით, გაზპრომის “დობიჩა ურენგოს” უბანზე მეშვიდე და მერვე საბადოებს შორის 1,4 მეტრი დიამეტრის მილის დაზიანების გამო მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია, თუმცა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.
ცნობისთვის, ურენგოს საბადო ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში, რეზერვების მიხედვით მხოლოდ ყატარისა და ირანის შემდეგ.
ავტორი