ამერიკელმა სენატორებმა პრემიერმინისტრ გახარიას მორიგი წერილი გამოუგზავნეს, სადაც შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში პოლიტიკური მოტივით დევნისა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციის გამო.
წერილის შესახებ ინფორმაცია კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა გაავრცელა.
მისი თქმით, წერილის ავტორები სენატორები ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკკოლი არიან.
„პოლიტიკური მოტივით დევნისა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციით გამოწვეული დიდი შეშფოთების გამო საქართველოს პრემიერს წერილი გავუგზავნეთ.
აღნიშნული ფაქტორები საქართველოს დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლური ინტეგრაციის გზაზე სვლაში პრობლემას უქმნის,“_წერს კონგრესმენი კიზინგერი სოციალურ ქსელ „თვითერში“.