მორიგი სკანდალური აუდიოჩანაწერი, რომელიც “თიბისი ბანკიდან” 4 მილიონის გატანის ოპერაციას ეხება “კურიერმა” ცოტა ხნის წინა გაავრცელა.
ჩანაწერის თანახმად, თანხის გატანის ოპერაციაში ჩართულები იყვნენ შს მინისტრი, გიორგი გახარია, რომელიც მაშინ ბიზნესომბუდსმენი იყო და ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე.
აუდიოჩანაწერში ფიგურირებენ „ომეგა ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი კომპანიის, “ომეგა 2-ის” დირექტორი, გიორგი ქურდაძე და სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი.
გიორგი ქურდაძე ლევან ყიფიანისგან იგებს ინფორმაციას, რომ ფულთან დაკავშირებით გიორგი გახარიამაც დაურეკა „თიბისი ბანკის“ დირექტორს, ვახტანგ ბუცხრიკიძეს, რომელსაც ჩანაწერის მიხედვით, გახარიას გარდა, სხვა პირებიც ეკონტაქტებოდნენ.
„გიორგი ქურდაძე: გიორგიმაც ხომ დაურეკა მაშინ?
ლევან ყიფიანი: კი გიორგის რო უთხარი მერე ოთარისაც უთხარი და მაგან გამოიწვია ჩემი გასაკეთებელი თუ იყო ეს საქმეო.
გიორგი ქურდაძე: საბოლოოდ მაინც დაგიმტკიცა.
ლევან ყიფიანი: კი კი დაურეკა და გადაწყვიტა ეს საქმე.
გიორგი ქურდაძე: გახარიამ არაფერი არ ქნა?
ლევან ყიფიანი: გიორგიმ ცალკე დარეკა ამან ცალკე დარეკა და გაგიჟდა ეს ბუცხრიკიძე რო ყველა მხრიდან ცალკე ის ურეკავდა ცალკე ეს ურეკავდა.
გიორგი ქურდაძე: გიორგის ამბავმა არ გაჭრა და იმიტომ დააჩქარე შენ ლევან თუ რა იყო?
ლევან ყიფიანი: ხო რო დაჩქარებულიყო რა.
გიორგი ქურდაძე: იმიტომ მახსოვს თავიდან და მერე არ კეთდებოდა ასე ვთქვათ ცოტა ხანიცო.
ლევან ყიფიანი: რო დაჩქარებულიყო იმიტო იმას ვქენი.
გიორგი ქურდაძე: გამოდის რო ამ კაცს ეხლა აქვს რაღაც გარკვეული მომენტები
ლევან ყიფიანი: გავლენა აქ როგორ არ აქ.
გიორგი ქურდაძე: ოთარის შემთხვევაში.
ლევან ყიფიანი: მარა ეს არის დროებითი მოვლენა ამიტომ ამან თვითონ იცის, მე უნდა ავიქცეო როგორ გავწირო ჩემი ძმა და ისაო ამიტომ ეხლა არ უნდა გაგიკვირდესო მე ეხლა ისე… ეს რა არისო ისეთ რაღაცეებში ვარ ჩარეულიო ნეტა არ ვიცოდეო ამ ამბავს მე საფლავში წავიღებდი რა. ნუ ეს მომენტია დღეს როგორც წინა ხელისუფლებას ყავდა ამხევები მომავალ ხელისუფლებასაც ეყოლება ეგეთი ხალხი დროებით რო გადაწყვიტოს რაღაც პრობლემები. ამ ხალხმა კაი ურთიერთობის დაჭერა ჯობია თუ ავიღოთ იარაღი და აბრაგად უნდა გავიდეთ რა.“