ქვეყანაში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მარტივდება, თუმცა, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ მოსახლეობამ ცხოვრების წესი დიდად არ უნდა შეიცვალოს.
„მოსახლეობა ისეთივე პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ამ სურათს, როგორც ადრე და შედეგებიც უკეთესი დაიდო. მართალია, შეზღუდვები შემსუბუქდებება მაგრამ მოსახლეობამ უნდა გააგრძელოს შეზღუდვების პერიოდში არსებული დაცვის საშუალებების გამოყენება და ცხოვრების წესი. ეს აკრძალვების შემსუბუქება ჯერ არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი ჩვენთვის და როგორღაც ამ აკრძალვების წესებში ცხოვრება უნდა გავაგრძლოთ და ეს მიღებლი სახლში ყოფნის უნარჩვევები, როგორღაც გავახანგრძლივოთ,“_ განაცხადა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.