ჩოხატაურში, შუა სურების საჯარო სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი დღეიდან უნდა აღმდგარიყო, სამწუხაროდ ვერ მოხერხდა. სრულად დისტანცირებულ სასწავლო რეჟიმზეა გადაყვანილი ზემო სურების საჯარო სკოლაც. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, შორენა სიხარულიძემ განუცხადა.
სიხარულიძის თქმით, სასწავლო პროცესი სურების მიმართულებით გართულებულმა ეპიდმდგომარეობამ გამოიწვია.
“მიზეზი სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილის იზოლაციაში ყოფნაა”,_ გვითხრა სიხარულიძემ.