ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთის და სილაურის მცხოვრებლები აქციას მართავენ სუფსის კალაპოტში არსებულ კარიერზე მომუშავე კომპანიის წინააღმდეგ.
ამ წუთებში, მოსახლეობამ სოფელ სილაურთან კარიერიდან ამომავალი გზა გადაკეტა.
შეკრებილი მოსახლეობა ხრეშით დატვირთულ სატვირთოებს არ უშვებს და ადგილზე კომპანია „ქიუ ემ სის“ ხელმძღვანელის მისვლას ითხოვს.