დიდთოვლობამ და პერიოდულმა წვიმამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ბუკისციხე–დიდივანის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყრული პროცესები გაააქტიურა,_ ინფორმაციას ამის შესახებ ჩოხატაურის მერი მინდია ჟღერია ავრცელებს.
“ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა და ამ დროისთვის გზა სრულად გაწმენდილია. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ”,_ აცხადებს მინდია ჟღერია.































































