ბოლო 24 საათის განმავლობაში სამტრედიის მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ით ინფიცირების 3 შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ მუნიციპალიტეტში 3295 შეადგინა. აქედან 2975 გამოჯანმრთელებულია. 177 სამტრედიელი თვითიზოლაციაში იმყოფება. გარდაცვლილია 34 მოქალაქე.
“მიუხედავად იმისა, სამტრედიაში კოვიდ-19-ით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა შესამჩნევად იკლო, მოსახლეობას მაინც განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოვუწოდებ. კვლავ უნდა იქნეს დაცული სათანადო რეგულაციები, რათა შემთხვევების მატებას მომავალში ადგილი არ ჰქონდეს”,_ განაცხადა “გურია ნიუსთან” საუბრისას განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა თევზაძემ.