“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის მიხედვით, რომელიც ორგანიზაციამ დღეს, 8 ივნისს გაასაჯაროვა, მოსახლეობის 63 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოში თანამდებობის პირები თანამდებობას ბოროტად იყენებენ.
როგორც კვლევამ აჩვენა, გასული წლების მსგავსად მოსახლეობას ბოლო 12 თვის განმავლობაში წვრილმან კორუფციასთან შეხება არ ჰქონია. ამ მოსაზრებას არ იზიარებს გამოკითხულთა მხოლოდ 1 პროცენტი.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვეთით “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევისთვის 1 763 ადამიანი გამოიკითხა, ცდომილება კი 2,2 პროცენტია.