„ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის, რომ მთავრობის წევრთა ბიზნესსაქმიანობა პრობლემაა.
კითხვაზე რამდენად წარმოადგენს, ან არ წარმოადგენს პრობლემას მთავრობის წევრების მიერ საკუთარი ბიზნესის თანამდებობის პარალელურად ფლობა გამოკითხულთა 41% თვლის, რომ ეს დიდი პრობლემაა.
რესპონდენტთა 18% კი მიიჩნევს, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს.
ასევე, „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტიის მინისტრებს საკუთარი ბიზნესი აქვთ.