მოსახლეობის საყურადღებოდ ლანჩხუთის მერია განცხადებას ავრცელებს და მათ მოუწოდებს გაგებით მოეკიდონ შექმნილ სიტუაციას.
„მობილიზებულია 25 ერთეული ტექნიკა, თუმცა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება ტექნიკის დროული გადაადგილება. დღის ბოლომდე ცენტრალური გზები მაღალი გამავლობის მანქანებისთვის გაიწმინდება“- წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებისვე ინფორმაციით, მერის ალექსანდრე სარიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24 – საათიან რეჟიმში მუშაობს.
„ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ: 599 111 437; 591 19 23 66; 577 39 83 22
მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და გაგებით მოეკიდონ შექმნილ სიტუაცია“, -წერს ლანჩხუთის მერია განცხადებაში.