გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ „გურია ნიუსს“ განუცხადა, რომ გურიაში ხვალიდან გამოიდარებს და კვირის ჩათვლით, უმეტესად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
„დღეს გურიაში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან ელჭექით. ხვალ დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს და კვირის ჩათვლით, უმეტესად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
29 აპრილიდან 1-2 მაისის ჩათვლით, შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, რაც გავლენას ჰაერის ტემპერატურაზე ვერ მოახდენს.
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, 28 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით, მოსალოდნელია 25-27 გრადუსს შორის“, _ ამბობს გვაზავა.