გურიის რეგიონში ქარი შუადღისკენ შესუსტდება, მაგრამ მიმართულებას შეიცვლის,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
“გურიაში ქარი შესუსტდება შუადღისკენ, მაგრამ შეიცვლება ქარის მიმართულება. ახლა ქრის აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, დასავლეთის მიმართულების კი ასეთი ძლიერი არ იქნება“,_ ამბობს გვაზავა და აღნიშნავს, რომ 7 აპრილს უფრო ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
გვაზავას თქმით, არამდგრადი ამინდი 8 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.