მოსალოდნელი ამინდის მნიშვნელოვანი ცვლილება.
სანაპიროზე და დასავლეთ საქართველოში დღეს – 3 თებერვლის შუადღის საათებიდან, ამინდი მკვეთრად შეიცვლება, მოსალოდნელია ძლიერი დასავლეთის ქარი 22 მეტრ წამამდე და წვიმა.
აღმოსავლეთ საქართველოში – საღამოს საათებიდან მოსალოდნელია ძლიერი ჩრდილო-დასავლეთის ქარი 28 მეტრ წამამდე.
ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი, ზამთრის კურორტებზე კი თოვლი და ქარბუქი.
გაითვალისწინეთ უამინდობის დროს არსებული რეკომენდაციები.
4 თებერვალს საღამოს საათებში ამინდი მთელს ქვეყანაში გაუმჯობესდება. _ წერს სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი – კობა ფარტენაძე
































































