გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 სექტემბერს ქუთაისში მოღრუბლული ამინდი და +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ოზურგეთში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია უხვი ნალექი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
ღრუბლიანი ამინდი იქნება ფოთში. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც მოსალოდნელია უხვი ნალექი. დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.
მესტიაში ძლიერი წვიმა და +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი, +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც დღე უმეტესად მზიანი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.
+25 გრადუსი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.
გორში უნალექო დღე და +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +14 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.
უნალექო დღეა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +20 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში იწვიმებს, დღის განმავლობაში +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი.
გურჯაანში გამოიდარებს. დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე და +27 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
რუსთავში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში მზიანი, თბილი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი.