საქართველოში ტემპერატურა სეზონურ ნორმას აღემატება, ბათუმში ახლა +25 გრადუსია!
ხვალისთვის სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება, დილიდან დასავლეთში, საღამოს აღმოსავლეთში მოსალოდნელია მკვეთრი აცივება, წვიმა და ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი, მთებში თოვა და ქარბუქი. შესაძლოა განვითარდეს სტიქიური პროცესები, წერს სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.