მოსალოდნელია სინოპტიკური სიტუაციის მკვეთრი გაუარესება, _ ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსთა ცნობით, 6 მაისამდე საქართველოში შენარჩუნდება დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და შკვალური ხასიათის ქარი. 6 მაისიდან 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია მოსალოდნელია სინოპტიკური სიტუაციის მკვეთრი გაუარესება. მოიმატებს ძლიერი ნალექების, სეტყვის და ქარის გაძლიერების შესაძლებლობა.
ზღვაზე შეიქმნება 3-4 ბალიანი ღელვის პირობები. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები,ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.