ავტორიტეტული ესპანური გამოცემის, Marca-ს ინფორმაციით, ილია თოფურიამ ყოფილ მეუღლესთან, ჯორჯინა უსკატეგისთან დაწყებულ სასამართლო პროცესში პირველი გამარჯვება მოიპოვა. საუბარია ჯორჯინას მოთხოვნაზე, რომ მათ წელიწად-ნახევრის ქალიშვილს საზღვარგარეთ წასვლის უფლება მიეღო, რაზეც „ელ მატადორმა“ უარი განაცხადა.
Marca-ს ინფორმაციით, მოსამართლემ გადაწყვეტილება თოფურიას სასარგებლოდ მიიღო. სანამ განქორწინების პროცესი არ დასრულდება და ილიასთვის არ განისაზღვრება ბავშვის ნახვის გრაფიკი, ჯორჯინა მის საზღვარგარეთ წაყვანას ვერ შეძლებს. სასამართლო დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბავშვის მამასთან კონტაქტის შეწყვეტის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად დედის მიერ იყო მიღებული.განაგრძეთ კითხვა…































































