თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.
სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შუამდგომლობა ადვოკატებმა წარადგინეს.
შუამდგომლობასთან დაკავშირებით პროცესები, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.