https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა თვითნებურად და უსამართლოდ მიმდინარეობს _ ‘საერთაშორისო გამჭვირვალობა”

17:43; 24.06.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა თვითნებურად და უსამართლოდ მიმდინარეობს, _ აღნიშნულის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

“გურია ნიუსი” “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

2021 წლის 17 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების კენჭისყრა გაიმართა და შედეგად 9 კანდიდატი შეირჩა.

კანდიდატების შერჩევის მიზნით საბჭოში მიმდინარე პროცესი არსებითად პრობლემური იყო, რადგან საბჭოს წევრების შეფასებები აჩენდა არათანმიმდევრულობის, კანდიდატების მიმართ უთანასწორო დამოკიდებულების და შაბლონურობის შთაბეჭდილებას.

მართლმსაჯულების სისტემაში არსებული გავლენებისა და კორპორატივიზმის შესახებ წლებია აქტიურად საუბრობენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო აქტორები და დარგის სპეციალისტები. კლანური ძალაუფლების და სასამართლო სისტემის მანკიერი მართვის მთავარი ღერძი იუსტიციის უმაღლეს საბჭოშია მოქცეული, რომლის გავლითაც წარიმართება ყველა მნიშვნელოვანი პროცესი სასამართლოში. სისტემაში არსებული მძიმე პრობლემები პირდაპირ აისახება საზოგადოებრივ ნდობაზე. ბოლო წლების გამოკითხვები აჩვენებს სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების დიდი ნაწილის მკვეთრ გაუცხოებას და ნდობის აშკარა კრიზისს.

მრავალი წელია, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ისევე როგორც საერთო სასამართლოების თვითმმართველობის ორგანო, ამგვარი საზოგადოებრივი განწყობებისა და კრიტიკის პირობებში ახორციელებს საქმიანობას. შედეგად, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მუდმივად წარმოშობს კითხვის ნიშნებს სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და გავლენებისგან თავისუფლების კუთხით. ამ ფონზე, გასაკვირი არ არის, რომ რეფორმის რამდენიმე ტალღისა და მუდმივი საკანონმდებლო/ინსტიტუციური ცვლილებების მიუხედავად, სასამართლომ ვერ მოახერხა, საზოგადოების მხრიდან აღქმული ყოფილიყო რეალურად დამოუკიდებელ და სამართლიან ინსტიტუციად.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესიც ამგვარ მოცემულობაში წარიმართა. საბჭოს არსებული შემადგენლობისადმი ფუნდამენტური კრიტიკისა და სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობის პირობებში, მოსამართლეთა შერჩევის პროცესი აღიქმებოდა კლანური ძალაუფლების განმტკიცებისა და არსებული პრობლემების გაღრმავების მორიგ ეტაპად. სასამართლო სისტემის მმართველობისა და ადმინისტრირების მიმართ არსებული ამ დონის საზოგადოებრივი კრიტიკის პირობებში, მიმდინარე პროცესი ლეგიტიმაციის ცხადი კრიზისით ხასიათდება.

აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი კიდევ უფრო გაამძაფრა იმ ფაქტმა, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის 28 აპრილის რეკომენდაცია. ვენეციის კომისია, რეფორმების საჭიროების გათვალისწინებითა და კანდიდატების თანასწორობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ხელისუფლებას მოსამართლეთა კონკურსის ხელახლა გამოცხადებას სთავაზობდა. ამის მიუხედავად, კანდიდატების შერჩევის პროცესი გაგრძელდა და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 1 ივნისს გამოაქვეყნა კონკურსში მონაწილე პირების ინდივიდუალური შეფასებები, ხოლო 17 ივნისის გადაწყვეტილებით, პარლამენტს წარუდგინა საუკეთესო შეფასების მქონე 9 კანდიდატი. კონკურსის მონაწილეების შეფასებების ანალიზი არაერთი მიმართულებით აჩვენებს ხარვეზებს და ეჭვქვეშ აყენებს ზოგადად კონკურსის სამართლიანობასა და სანდოობას:

შეფასებების შაბლონურობა

საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებს კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის ნიშნით, ინდივიდუალურად აფასებენ. დასაბუთებაში მინიჭებული ქულების მიხედვით საუკეთესო კანდიდატები ავტომატურად გადადიან მომდევნო ეტაპზე. აღსანიშნავია, რომ ეს პოზიტიურ საკანონმდებლო სიახლეს წარმოადგენდა, თუმცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესმა აჩვენა, რომ საბჭოს არსებულ შემადგენლობას არ აქვს ნება, დასაბუთების კომპონენტი არსებითად სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესის ინსტრუმენტად აქციოს.

მოსამართლეთა შერჩევის პროცესში კანდიდატების კვალიფიკაციის შეფასება, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მთლიანად ეფუძნებოდა შაბლონურ მიდგომებს. საბჭოს წევრები უმეტესად იყენებდნენ მზა ტერმინოლოგიასა და ფრაზებს, რათა კანდიდატისთვის მინიჭებული მაღალი ან დაბალი ქულები გაემართლებინათ. შესაბამისად, დასაბუთებების ხარისხი და მოცულობა იყო მწირი, არ ეფუძნებოდა კანდიდატების კვალიფიკაციის, გასაუბრების დროს გამოვლენილი ძლიერი და სუსტი მხარეების და მათი პიროვნული მახასიათებლების სიღრმისეულ და კონკრეტიზებულ გამოკვლევას. ამ დასკვნას დამატებით ამყარებს ის ფაქტი, რომ რიგ შემთხვევებში სხვადასხვა შემფასებლების კომენტარები კანდიდატების მიმართ იყო იდენტური ან მსგავსად ფორმულირებული.

შაბლონური იყო კეთილსინდისიერების კომპონენტის შეფასების ნაწილებიც. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვადასხვა წევრის შეფასებებში გაბნეულად არის ფაქტობრივი ინფორმაციები კანდიდატების შესახებ, როგორიცაა, მაგალითად, პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება, დისციპლინური დევნა, ბიზნეს საქმიანობა, მედიაში მათ შესახებ არსებული ინფორმაციები სხვადასხვა საქმეებთან კავშირში, სისხლისსამართლებრივი დევნის შემთხვევები და სხვა. თუმცა, ასეთი ინფორმაციების შეფასება, გამონაკლისი შემთხვევების გარდა (სადაც ეს უმთავრესად შაბლონურ და ზედაპირულ ხასიათს ატარებს), არ ხდება.

შეფასებების უკიდურესმა შაბლონურობამ ორი პრობლემა გამოამჟღავნა: 1) ის გამოკვეთს, რომ საბჭოს წევრებმა დასაბუთების მოთხოვნა ტექნიკურ შესრულებამდე დაიყვანეს და, შესაბამისად, არ გამოიჩინეს სათანადო ძალისხმევა, რათა მას შეეძინა ის დატვირთვა, რასაც რეალურად ემსახურება (დასაბუთებული, სამართლიანი, განჭვრეტადი, გამჭვირვალე და ობიექტური გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა). ამდენად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესს სამართლიანი მიდგომების რაიმე არსებითად ახალი სტანდარტი არ დაუმკვიდრებია; 2) ამ მიდგომამ გარე დამკვირვებლისთვის ისევ ბუნდოვანი და გაუგებარი დატოვა, რეალურად კეთილსინდისიერების და კვალიფიკაციის რა სტანდარტით ხელმძღვანელობს საბჭო. შესაბამისად, პროცესმა კიდევ უფრო გააღრმავა უნდობლობა საბჭოს არსებული შემადგენლობისა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისადმი. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი პრობლემა დამატებით გამოვლინდა დასაბუთებების არათანმიმდევრულობის ჭრილშიც.

შეფასებების არათანმიმდევრულობა

შეფასებების შაბლონურობასთან ერთად, თავს იჩენს მისი არათანმიმდევრულობის პრობლემაც. კერძოდ, როგორც გამოჩნდა, შემფასებლები ხშირად მსგავსი დასაბუთების პირობებში, არსებითად განსხვავებულ ქულებს უწერდნენ სხვადასხვა კანდიდატებს.[4] გარდა ამისა, რიგ შემთხვევებში ფაქტობრივად შეუძლებელია რაიმე მწყობრი ლოგიკის დანახვა, თუ რის მიხედვით იწერება კონკრეტულ კრიტერიუმში შესაბამისი ქულები. მაგალითისთვის, „წერით კომპონენტში“ დაწერილი მაქსიმალური და მასზე ნაკლები ქულები უმრავლესად ერთნაირ [შაბლონურ] არგუმენტაციას ეფუძნებოდა. კერძოდ, შემფასებლების მხრიდან არ იყო გამოთქმული კრიტიკული პოზიციები ან შენიშვნები, თუმცა დაწერილი ქულები მაინც არსებითად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ანალოგიურად, ცხადი იყო არათანმიმდევრულობა საპროცესო ვადების დაცვის მაჩვენებლების შეფასებაში, რომელიც განსხვავებულ ქულებში აისახებოდა.[6] როგორც წესი, შეფასებებში ასევე არ არის გამოკვეთილი კანდიდატებს შორის სამართლებრივი ცოდნისა და არგუმენტაციის იმ დონის სხვაობები, რაც მათ მიმართ არსებითად განსხვავებული ქულების დაწერას გაამართლებდა. მთლიანობაში, არაერთი შემთხვევა იყო ისეთი, როცა კრიტიკული შეფასება არც ერთ კომპონენტში დაფიქსირებული არ იყო, მაგრამ კანდიდატს შესამჩნევად დაბალი ქულები ეწერა.[7]

უნდა ითქვას, რომ ეს საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული თავად შეფასების კრიტერიუმების შინაარსთან და იმასთან, თუ როგორ უყურებენ მათ თავად შემფასებლები. მაგალითისთვის, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს აკადემიური მიღწევებისა და პროფესიული აქტივობის კომპონენტებთან მიმართებით არსებული მიდგომები. შეფასებების გაცნობით ფაქტობრივად გაუგებარი დარჩა, კონკრეტულად რა ტიპისა და მოცულობის აკადემიური და პროფესიული მიღწევები უნდა ჩაითვალოს შესაფერისად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისთვის. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია იმ ფონზე, როცა მაგალითად, შერჩეული კანდიდატებიდან ნაწილს არც ერთი სამეცნიერო სტატია ან პუბლიკაცია არ აქვს გამოქვეყნებული.

მნიშვნელოვანია, რომ შემფასებლების მიერ კანდიდატებისთვის მინიჭებული ქულები და არგუმენტაცია იყოს თანმიმდევრული, ეფუძნებოდეს არსებითად მსგავს მეთოდოლოგიურ მიდგომებს და არ ტოვებდეს მიკერძოებულობის ან ტენდენციურობის ნიშნებს. ამ მხრივ, სამწუხაროდ, ის თუ როგორ განიმარტებოდა შეფასებისთვის აუცილებელი კრიტერიუმები და როგორ საბუთდებოდა იგი თითოეულ კანდიდატთან მიმართებით, არ იძლევა პროცესისადმი ნდობის საფუძველს. ამასთან, უნდა ითქვას ისიც, რომ შეფასებების შაბლონურობა და არათანმიმდევრულობა კანდიდატების მიმართ დისკრიმინაციისა და უთანასწორო მოპყრობის რისკებს ზრდის.

ინფორმაციის მოძიება და სანდოობა

შესწავლილი შეფასებებიდან გამოჩნდა, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაციის მოძიების წყაროები არასისტემურია, საბჭოს წევრები კი ფაქტობრივად არ იჩენენ ძალისხმევას, რომ სათანადო ინფორმაციის მოკვლევით შექმნან კანდიდატის ბიოგრაფიის ამომწურავი და სრულყოფილი სურათი. გაურკვეველია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ ფაქტების მოძიების რა მექანიზმები გამოიყენება. მაგალითისათვის, შემფასებლები უთითებენ კანდიდატის შესახებ რესპონდენტთა (გარდა რეკომენდატორებისა) გამოკითხვაზე, თუმცა უცნობია ვინ არიან აღნიშნული პირები და რა მეთოდოლოგიით ხდება მათი გამოკითხვა. ასევე, კანდიდატების კომპეტენტურობაზე მსჯელობისას, გამოყენებულია იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასებები.[8] ამ შემთხვევაშიც არ ჩანს, რამდენად ექცევა ყურადღება, თუ როდის არის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასებები მომზადებული და რამდენად აქვს კანდიდატს იგივე პროფესიული გამოწვევები ან/და უპირატესობები, რაზეც მოცემულ შეფასებაშია საუბარი.

პრობლემურია ისიც, რომ შემფასებლები ეყრდნობიან მხოლოდ კანდიდატების მიერ წარმოდგენილ გადაწყვეტილებებსა თუ სამეცნიერო ნაშრომებს, რაც ცხადია ვერ შექმნის ერთიან და ნათელ სურათს კანდიდატის სამართლებრივი დასაბუთების, საქმიანობის პრინციპებისა თუ წერითი უნარების შესახებ. ეს გარემოებები კი წარმოშობს კითხვებს იმის თაობაზე, თუ რამდენად სანდო და რელევანტურ ინფორმაციას ეყრდნობიან საბჭოს წევრები კანდიდატების კეთილსინდისიერებისა და კვალიფიკაციის შემოწმებისას.

დასკვნის სახით

შეფასების სისტემა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გამჭვირვალედ და ობიექტურად წარმართვისთვის. თუმცა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევამ აჩვენა, რომ მართლმსაჯულების სისტემისადმი უნდობლობის, შიდა კორპორატიული კულტურის, მართვისა და ადმინისტრირების მანკიერი პრაქტიკების პირობებში, ის ვერ იქნება არსებითად სამართლიანი პროცესის გარანტი. მეტიც, როგორც აღმოჩნდა, მოქმედმა სისტემამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისადმი ნდობის თვალსაზრისით რაიმე გარდამტეხი ცვლილების მოტანა ვერ შეძლო.

პროცესზე დაკვირვებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მთლიანად მართლმსაჯულების სისტემაში ფუნდამენტური ცვლილებებისა და გაჯანსაღების გარეშე, სასამართლოში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი პროცესი (განსაკუთრებით კი მოსამართლეთა დანიშვნები) უნდობლობის, კორპორატივიზმისა და კლანური ძალაუფლების განმტკიცების წრეზე სიარულია. შესაბამისად, მართლმსაჯულების სისტემაში რადიკალური ცვლილებების დაწყების გარეშე, ნებისმიერი შემდგომი პროცესი ამ წრისგან თავის დაღწევის გამორიცხვას ემსახურება. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატთა კონკურსის ხარვეზიანად და უსამართლოდ წარმართვის პირობებში, აუცილებელია:

საქართველოს პარლამენტმა კანდიდატების უზენაეს სასამართლოში განწესების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს საპარლამენტო ოპოზიციასთან პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე;

თუკი ოპოზიციასთან კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია, პარლამენტმა უარი თქვას მოსამართლეების დანიშვნაზე მანამ, სანამ არ გატარდება მართლმსაჯულების სისტემური რეფორმა, _ წერია ინფორმაციაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა
გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საკადრო ცვლილებები სუს-ში

12:48; 16 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

12:11; 16 თებერვალი, 2026
საზოგადოება

„ქსელურების ბინძური თამაშის შედეგებს, დისტრიბუცია ტრადიციულ მარკეტებს უნაწილებს“_ ვნებათაღელვა ფასნამატზე გრძელდება

12:00; 16 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

10:21; 16 თებერვალი, 2026
საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

10:19; 16 თებერვალი, 2026

გარდაბანში მაშველებმა ტბაში ორი მოზარდის ცხედარი იპოვეს

2021 წლის ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება

ყველა სიახლე

საზოგადოება

საკადრო ცვლილებები სუს-ში

12:48; 16.02.2026
საზოგადოება

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

12:11; 16.02.2026
საზოგადოება

„ქსელურების ბინძური თამაშის შედეგებს, დისტრიბუცია ტრადიციულ მარკეტებს უნაწილებს“_ ვნებათაღელვა ფასნამატზე გრძელდება

12:00; 16.02.2026
ზაფრანი

ფინანსური წარმატება და სასიამოვნო სიახლეები – როგორი იქნება 16-22 თებერვლის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

10:51; 16.02.2026
სამართალი

აჭარაში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

10:40; 16.02.2026
ზაფრანი

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:39; 16.02.2026
საზოგადოება

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

10:21; 16.02.2026
საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

10:19; 16.02.2026
პოლიტიკა

პარლამენტში დღეს გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და აქტივობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ

10:16; 16.02.2026
ზაფრანი

ქმარი, ცოლი და ასტროლოგია   

10:13; 16.02.2026
ზაფრანი

რა საჩუქარი მიიღე სამყაროსგან    

10:11; 16.02.2026
ზაფრანი

შეუთავსებელი ზოდიაქოს ნიშნები    

10:08; 16.02.2026
საზოგადოება

ქვის ცვენა და ზვავსაშიშროება – სად აიკრძალა მოძრაობა

20:32; 15.02.2026
საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაუჩინარებული მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

19:08; 15.02.2026
საზოგადოება

“გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა”- მეუფე შიოს ქადაგება მირქმის დღესასწაულზე

18:26; 15.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო