თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი ნიკა მელიასთვის განაჩენის გამოსატანად გავიდა.
დაცვის მხარემ მოსამართლის აცილება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ თვითაცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი რამდენიმე საათია მიმდინარეობს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.