ილია მეორემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე 23 ნოემბერს დაასახელა. ეს პატივი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ერგო.
პატრიარქის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა სინოდის წევრებისთვისაც. მეუფე შიოს თქმით, ილია მეორეს გადაწყვეტილების შესახებ 22 ნომებერს, გვიან ღამით გაიგო.
როგორ გაირკვა, პატრიარქმა მოსაყდრის დანიშვნის ბრძანება, სრულად, საკუთარი ხელით დაწერა.