ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მისაღებში მოშიმშილე დეპუტატს ბესო ქათამაძეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
როგორც ქათამაძემ გვითხრა, მას თავის არეში ძლიერი ტკივილები აქვს და ექიმებმა შიმშილობის შეწყვეტა ურჩიეს:
_ მიუხედავად იმისა, რომ თავს ცუდად ვგრძნობ, არ ვაპირებ აქედან ადგომას მანამ, სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებენ და ყველა ის დეპუტატი არ დაისჯება, რომლებმაც ჩემს ცემაში მონაწილეობა მიიღო, _ გვითხრა ქათამაძემ.