არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის თხოვნით და კურთხევით პარლამენტთან მოშიმშილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს.
“ყველა ბრძოლას თავის დროზე გამოაქვს ნაყოფი. არ შეიძლება, იქ, სადაც ხმლით ვერ ამარცხებ, იქ ხმალი ამოიღო… ხან ასე გავაკეთოთ, ხან _ ისე”, – უთხრა სასულიერო პირმა პროტესტის მონაწილეებს.
8 ადამიანი პარლამენტთან 34 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ისინი ახალ საპარლამენტო არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

































































