ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზთან “ნაცმოძრაობის” წევრების შიმშილობის პირველმა ღამემ ექსესების გარეშე ჩაიარა.
როგორც “გურია ნიუსთან” საუბრისას ბესო ქათამაძე ამბობს, ოთხი დეპუტატი იშიმშილებს მანამ, სანამ არ მოხდება მისი ცემის ფაქტზე სწორი მიმართულებით გამოძიება.
“არანაირ ექსცესებს ადგილი არ ქონია. პოლიციელებს თითქმის მთელი ღამე მუსიკები ჰქონდათ ჩართული და ასე დასრულდა შიმშილობის პირველი ღამე”, _ თქვა ბესო ქათამაძემ.