ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ის, რომ ქვეყანაში უკეთესი ეპიდსიტუაცია შევინარჩუნოთ. ამის შესახებ გაცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ გააკეთა.
მისი თქმით, ბოლო ერთ კვირაში 63 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 20 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, 15 საკარანტინო ზონაში გამოვლენილი შემთხვევაა, 18 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და 7-ის წყარო დაუდგენელია.
„მოშვება არ შეიძლება. პირბადეებს არ ატარებენ დაწესებულებებში. ტარდება ისევ ხალხმრავალი ღონისძიებები. ილუზიის შექმნა, რომ ქვეყანამ ვირუსი დაამარაცხა. კოვიდინფექციის დამარცხება ჯერ კიდევ შორს არის. მარტო ერთი ქვეყანა ამას ვერ გააკეთებს“,_ განაცხადა გამყრელიძემ.

































































