მოსკოვში აცხადებენ, რომ დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ კავკასიაში სხვა ფრონტის გახსნა სურს. ამის შესახებ anadolu -ს ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინმა განაცხადა.
„ვაშინგტონი დიდი ხანია არ მალავს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიას რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის პლაცდარმად განიხილავს“, – თქვა მან და დასძინა, რომ ასეთი მისწრაფებები „ძირითადად ეწინააღმდეგება რეგიონის ერების ნამდვილ ინტერესებს“.
სამხრეთ კავკასიაში ანტირუსული პოლიტიკის ფარგლებში, იმართება დისკუსია სომხეთში მისი სამხედრო ბაზის არსებობის შესახებ, _ განაცხადა მან.
გალუზინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს ორმხრივად მისაღები სამშვიდობო ხელშეკრულების შედგენაში და თანაბარ მნიშვნელობად მიიჩნევს პირობების შექმნას მისი შემდგომი იმპლემენტაციისა და შესრულებისთვის.
უკრაინაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას გალუზინმა თქვა, რომ მოსკოვი ვერ ხედავს მშვიდობის პოლიტიკურ ნებას ვერც კიევში და ვერც დასავლეთში, უკრაინის პრეზიდენტის აკრძალვა რუსეთთან მოლაპარაკებებზე კვლავ მოქმედებს და კიევმა უარყო ყველა სამშვიდობო მედიაციის ინიციატივა, რომელიც წარმოდგენილი იყო ბოლო თვეებში სხვადასხვა ქვეყნის მიერ.